ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეექვსე კლასელზე ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გამო მასწავლებელი 1050 ლარით დაჯარიმდა

მეექვსე კლასელზე ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გამო მასწავლებელი 1050 ლარით დაჯარიმდა. როგორც ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, პედაგოგის ქმედებამ მოსწავლის ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 ივნისს მიიღო. არასრულწლოვანის ინტერესების დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, უზენაეს სასამართლომდე მასწავლებელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თუმცა საჩივრის განხილვაზე უარი უთხრეს:

„სააპელაციომ საჩივრის დასაშვებაზე უთხრა უარი, რადგან სადაო საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს. შესაბამისად, 1050 ლარს აპელაციაში ვეღარ გაასაჩივრებდნენ, ამის გამო სააპელაციომ უთხრა უარი, რაც გაასაჩივრეს უზენაესში. უზენაესმა სასამართლომ დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში. პირველ ინსტანციაში ჩვენ ვითხოვდით მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას“ –აცხადებს ის.
წყარო – sknews.ge

იტვირთბა....