ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ამ კანონის შემოღებით ხელისუფლება ცდილობს კვლავ დაფაროს საწვავის მაფია“ – ლაშა ჩხარტიშვილი ხილული გამონაბოლქვის კონტროლზე

4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – მანქანის გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდა.

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება ფინანსური ჯარიმით ისჯება.

აღნიშნული კანონის ეფექტურობასთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა.

ჩხარტიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს კანონი თავისთავად კარგია, მაგრამ მთავარი პრობლემის გადასაჭრელად უკიდირესად არასაკმარისია. მისი თქმით, აქ მთავარი პრობლემა არის საწვავის ხარისხი, რომელიც საქართველოში არ კონტროლდება, იმიტომ რომ ტრადიციულად, საწვავის იმპორტიორები ხელისუფლებასთან და ერთმანეთთან კორუფციულ კავშირში არიან.

[su_quote] ხილული გამონაბოლქვის კონტროლის სისტემა, რომელიც რატომღაც 4 ქალაქში ამოქმედდა, თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისია. აქ მთავარი პრობლემა არის საწვავის ხარისხი, რომელიც საქართველოში არ კონტროლდება, იმიტომ რომ ტრადიციულად, საწვავის იმპორტიორები ხელისუფლებასთან და ერთმანეთთან კორუფციულ კავშირში არიან.

ამდენად, მხოლოდ ეს ახალი კანონი ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემას. თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბინძურებული დედაქალაქია. საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მათ შორის, უკავშირდება მანქანის გამონაბოლქვს, დაბინძურებულ ჰაერს ბიტკოინ-ჰესომანიასთან ერთად, რომელსაც ხელისუფლება თავს გვახვევს.

ამ კანონის შემოღებით ხელისუფლება ცდილობს კვლავ დაიფაროს საწვავის მაფია, რომელიც არის მთავარი პრობლემა ჰაერის დაბინძურების მიმართულებით. სიტუაციას ერთიორად ამძიმებს გამწვანების უკიდურესი ნაკლებობა და მასობრივი მშენებლობები, რომლებიც თბილისსა და დიდ ქალაქებში კატასტროფის დონეს აღწევს.

ეს ყველაფერი ერთად მასობრივი მკლელობის ტოფლასია, რომლებსაც მრავალი წელია, ხელისუფლებები ჩვენს ქვეყანაში ეწევიან. [/su_quote]

– განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

ზემოაღნიშნულ კანონთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....