ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

VIDEO: „ქალბატონო სალომე, ელოდებით იმპიჩმენტს?“ – რა პასუხი აქვს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული ტურნეს შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

„ტვ პირველმა“ მას ჰკითხა: ელოდება თუ არა იმპიჩმენტს.

„თქვენ რას ელოდებით?“, – ასეთი იყო ზურაბიშვილის პასუხი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა.

იტვირთბა....