ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დრო ხომ არ არის, ზურაბიშვილი ვაშინგტონში მოვიწვიოთ?! – იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, აშშ-ში მიწვევის იდეას გამოთქვამს.

„სანამ პრემიერი ღარიბაშვილი სახლში რჩება, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროპის დედაქალაქებში ლობირებს. მთავრობამ გამოაცხადა, რომ მის იმპიჩმენტს აპირებს. დრო ხომ არ არის, ვაშიგტონში რომ მოვიწვიოთ?!“ – წერს იან კელი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა.

იტვირთბა....