ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამიას და სოფო ჯაფარიძის ტანდემს ენმ-ს დასტაბილურება-შენარჩუნება შეუძლია – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას და სოფო ჯაფარიძის ტანდემს ენმ-ს დასტაბილურება-შენარჩუნება შეუძლია, იმიტომ რომ მათ ორივე დაპირისპირებულ ფრთასთან შეუძლიათ ლაპარაკი.

„მე არ ვიცი, გვარამიას რა მიზნები აქვს… გვარამის და სოფო ჯაფარიძის ტანდემი…ამ ორ ადამიანს ტანდემში, ჩემი აზრით, შეუძლია პარტიის დასტაბილურება-შენარჩუნება ანუ ემოციის და რაციონს მორიგება თუნდაც გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ არჩევნებამდე მაინც როგორღაც მიაღწევინონ, იმიტომ, რომ ხაბეიშვილის ხელში ეს შეუძლებელია ანუ დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება. პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. პარტია, როგორც ერთიანი ორგანიზმი დიდი ხანია უკვე აღარ არსებობს. რაც არ უნდა ილუზია შექმნან, ეს არის მოცემულობა. თუ ეს ორი ადამიანი ამას დათანხმდა და სააკაშვილიც უნდა ამას მიხვდეს, მას სხვა გზა არ აქვს… ერთი პირად წარმომადგენლად დანიშნა და მეორე არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული წონა“, – განაცხადა ხუხაშვილი.

იტვირთბა....