ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილისთვის პარტიის გაერთიანების მოთხოვნა იგივეა, რომ მურუსიძეს სასამართლო რეფორმა მოვთხოვოთ – გოგა ონიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გოგა ონიანმა, ენმ-ში მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ის გამოეხმაურა, პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას მომხრეებს მასთან საუბარი არ უცდიათ.

„ტყუილია! ეს შეუძლია დაადასტუროს გია ბარამიძემ, ეს შეუძლია დაადასტუროს სოფო ჯაფარიძემ. ვესაუბრე მისი სამდივნოს არაერთ წევრს. პირდაპირ ვეკითხებოდი, რომ თბილისში ვინ გყავს ნიკა მელიაზე უკეთესი? ვინ გვყავს პარტიას ამაზე. ყველა მეთანხმება, რომ დიახ, ნიკა მელია დღეს ქალაქში მისი რეიტინგით ნამდვილად არ არის დასაკარგი კადრი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის იქით საუბარი არ წასულა. ახლა, მას თუ მისი მდივნები რამეს უმალავენ, ეს თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, თავმჯდომარის პრობლემაა. დღეს ლევან ხაბეიშილისთვის პარტიის გაერთიანების მოთხოვნა იგივეა, რომ ლევან მურუსიძეს მოვთხოვოთ, სასამართლოში რეფორმების ჩატარება“, – აღნიშნავს ონიანი.

იტვირთბა....