ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შესაძლო კორუფციული სკანდალი – ენმ ქობულეთის მერის გადადგომას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბონდო თედორაძემ, საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

მისი თქმით, ქობულეთის მერი კორუფციულ სკანდალშია გარეული და ის უნდა გადადგეს.

„უკანასკნელი თვეების მანძილზე, არაერთი კორუფციული დანაშაული გამოვლინდა საქართველოს მასშტაბით და გამონაკლისი არც ქობულეთის მუნიციპალიტეტია, ჩვენ ვნახეთ ხელვაჩაურში როგორ ამხილა ერთი აიპის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერი კორუფციულ გარიგებაში და ზუსტად,ანალოგიური copy-paste გადმოტანილი დანაშაული გვაქვს ქობულეთის მერიაში, სადაც სანდასუფთავების სამსახურის ბუღალტრის გამოყენებით, მერის და ადგილობრივი უშიშროების სპეც სამსახურების გავლენით მიითვისეს ბიუჯეტის კუთვნილი, ხალხის კუთვნილი თანხა და ამით დაიკმაყოფილეს საკუთარი კეთილდღეობა მხოლოდ, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აზარალეს და რეალურად ხალხს მოაკლეს ის თანხა, რომელსაც ადგილობრივებისთვის უნდა მოეტანა კეთილდღეობა.

საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, არაერთგზის შემჩნეულები კორუფციულ გარიგებებში დაუყოვნებლივ უნდა სცემდნენ ყველა კითხვას პასუხს, თუ რა როლი მიუძღვით მათ ამ კორუფციულ დანაშაულში და თუ იღებენ პასუხისმგებლობას მათ საუწყებო სტრუქტურაში მომხდარი დანაშაულის შესახებ?

ამ ქვეყანაში ხელმძღვანელმა თანამდებობის უნდა პირებმა უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ჯოხი არ უნდა ტყდებოდეს მხოლოდ სპეციალისტზე ან ბუღალტერზე, რადგან მერის უშუალო ჩარევის გარეშე, ერთი კაციც ვერ იქნებოდა დასაქმებული ვერსად, და რა მერმა არ იცოდა ვინ დადიოდა სამსახურში, ვინ არა და ვინ ფიქციურად იყო გაფორმებული?! იცოდა, მისი ხელშეწყობით ხდებოდა მსგავსი საქმიანობა და ზუსტად ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც შეუძლია იფიქროს თანამდებობიდან წასვლაზე!“ – განაცხადა თედორაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეგახსენებთ, რომ „ქობულეთის სანიტარული დასუფთავების“ სამსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა.

იტვირთბა....