ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ბოკერიამ მინიმუმ 2-ჯერ მიულოცა დაბადების დღე პარტიის 30 000 მხარდამჭერს – ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიასა, და პარტიის ამომრჩევლების ურთიერთობას ეხება.

„2021 წელს ევროპულ საქართველოს მხარი დაუჭირა 30 ათასმა ადამიანმა.
ეს არჩევნები პარტიამ ნაცმოძრაობაში ლიდერების დაბრუნების (კეზერაშვილის ჯანსაღი რჩევებით განხოცრიელებული სპეცოპერაციის) შემდეგ, მედია მხარდაჭერის და კეზერაშვილის ფინანსების გარეშე ჩაატარა.
ამ არჩევნებში უკვე სწორად ვიმუშავეთ და ჩვენი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დავიმახსოვრეთ.
ამ ამომრჩეველთან მას მერე მუდმივი კონტაქტი გვაქვს – გიგას, სულ მცირე, ორჯერ აქვს დაბადების დღე მილოცილი – ესეც სასიამოვნოა ალბათ, როცა მანამდე არავის მადლობაც კი არ უთქვამს მხარდაჭერისთვის.
ცხადია ჯერ ბევრი რამე დასახვეწია და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, მაგრამ ახლახანს გადამოწმებას მოვრჩით და გაირკვა, რომ დანაკარგი 2021 წლიდან დღემდე ფაქტობრივად არ გვაქვს (დაბალანსებულია ახალი მხარდამჭერებით).
აი ამ 30 ათასი ადამიანიდან, თითომ 2.5 ადამიანი რომ დაარწმუნოს მის გარშემო, ბარიერის პრობლემა მოხსნილი გვაქვს.
და ნამდვილად არ მიმაჩნია ეს შეუძლებელ ამოცანად თუ ამ 30 ათას ადამიანს საკმარის რწმენას შთავბერავთ, რომ სწორი საქმისთვის აქტიურად იმოქმედოს“, – წერს ის.

იტვირთბა....