ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარგ პირობებში ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პროექტში ჩართვის პრობლემა არ ექნებათ – ჩინეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა, ანაკლიის პორტისა და სხვა პროექტებშიჩინური კომპანიების ჩართვის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, კარგ პირობებში ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პროექტში ჩართვის პრობლემა არ ექნებათ.

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ჩინეთს აქვს ყოვლისმომცველი, სტრატეგიული პარტნიორობა. ჩემი აზრია, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე, სარტყელისა და გზის ინიციატივა წარმატებული არ იქნება, რადგან ლოჯისტიკური თვალსაზრისით რომ ვილაპარაკოთ, წარმოება და საქონელი უზრუნველყოფილია ჩინეთიდან. სამომხმარებლო ბაზარი კი არის ევროკავშირში. ამიტომ, ორივეს მხარდაჭერის გარეშე, წარმატება შეუძლებელია. ამიტომ, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

რაც შეეხება ანაკლიას, ზოგადად სარტყელისა და გზის ინიციატივისა და შუა კორიდორის გასწვრივ, იმედია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ იქნება ინტერესი ჩინური კომპანიებისა და მეწარმეობის მხრიდან. ასე რომ კარგი პირობების შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩინური კომპანიებისთვის პრობლემა არ იქნება, ჩაერთონ ანაკლიის პორტისა თუ სხვა პროექტების მშენებლობაში“, – განაცხადა ელჩმა.

იტვირთბა....