ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დროასა“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ გაერთიანება წარმატებული იქნება, თუკი ისინი გაითვალისწინებენ… – რას წერს ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” საარჩევნო გაერთიანების შექმნას გამოეხმაურა.

ჯანგირაშვილის თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუკი ისინი რაღაცებს გაითვალისწინებენ.

„სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა დროას და ჯაფარიძის გირჩის გაერთიანება. დარწმუნებული ვარ, ეფექტურიც იქნება, თუ:
1. ეს ორი პოლიტიკოსი არ გაიმეორებს ბოლო ერთი წლის შეცდომებს, რაც მინიმუმ დროის დაკარგვა იყო მათთვის. მეტს არ ვიტყვი.
2. არ დაიწყებს უცნაური კავშირების ძებნას შემდგომში ე.წ. “ყველაერთადუნდავიყოთ“ ლოზუნგით და მიხედავს თავის პოტენციურ ამომრჩეველს, რომლის რაოდენობა ბუნებრივი მოცემულობით იმდენად დიდია, იმის ნახევარიც რომ მიიმხრონ, 5%–ის გადალახვა საერთოდ არ არის პრობლემა.
3. არ მიედ–მოედებიან და ილაპარაკებენ ზუსტად იმ ადამიანებთან, ვისაც ჭირდება ასეთი არჩევანი. ბოლომდე გამოიყენებენ იმ უპირატესობას, რომ მათი სამიზნე ჯგუფი არ არის დამძიმებული ჯერ კიდევ საბჭოეთიდან გადმოყოლილი მითებით, ჩვენი ტრადიციული “გვეშველება რამე“ და “ეჰ, მაინც არაფერი არ შეიცვლება“–თი, შეიძლება საერთოდ არ ქონდეთ ცხოვრებაში ჩართული ტრადიციული ტვ, არ ქონდეთ ნანახი იმედი და პოსტვ, ა.შ.
4. დაიჯერებენ საკუთარს პერსპექტივას და არ იზარმაცებენ.
5. სპონსორების ჭკუაზე არ ივლიან.
წარმატებებს ვუსურვებ და იმედია სხვებიც ლოგიკურად დალაგდებიან. ძალიან გვჭირდება პოლიტიკური პროცესის გალოგიკურება. სხვანაირად ქოცი და რუსი არ დამარცხდება“, – წერს ის.

იტვირთბა....