ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ“- კახა კალაძე ოპოზიციას

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებსა და ამასთან დაკაშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიცია ავრცელებს „ნაცურ“ ნარატივს, რომელიც ლიბერალური ფაშიზმითაა შენიღბული.

„არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება. არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენენ, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს. დღეს კი იმყოფებით ოპოზიციაში და საზოგადოებას აჩვენებთ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია თბილისის რამდენიმე უბანში მასშტაბური მშენებლობების, მათ შორის, ცათამბრჯენების, პროექტებს აპროტესტებს.

იტვირთბა....