ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ „ოცნების” ხელში კანდიდატის სტატუსი არის ღორის დინგზე ოქროს რგოლი, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს“ – პაატა მანგჯალაძე

სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტსა და „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე სიაუბრა.

„ქართულ ოცნებას” არ უნდა იმპიჩმენტი. ეს ჩანს იქიდან, რომ იმედია არ დაემორჩილება ოპოზიციის შანტაჟს პრეზიდენტი. გადაყენებას უპირებენ და შანტაჟს არ დაემორჩილოსო. ჩანს, რომ არ უნდათ იმპიჩმენტი, უნდათ სანახაობა, რომ თვე ნახევარი მთელი მედია სივრცის ყურადღება გადატანილი იყოს საკონსტიტუციო პროცედურებზე. “ქართული ოცნების” ხელში კანდიდატის სტატუსი არის ღორის დინგზე ოქროს რგოლი, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....