ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა – პრეზიდენტის ევროპული ტურნე გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ევროპული ტურნე გრძელდება. ის საფრანგეთშია, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

„საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატურაზე“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მაკრონამდე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....