ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ლილოს ბაზრობაზე, სადგურის მოედანზე დავდივარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ამის გამო ვიღაცები არ მიღებენ – ხაბეიშვილი

[su_quote] მე წარმოვადგენ მიშა სააკაშვილის, ხალხის პარტიას, კეთილსინდისიერ, კანონმორჩილ, პატრიოტ ადამიანებს, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ რომ ვხვდები, შრომისგან ხელები რომ დაკოჟრილი აქვთ. მათ შორის დედაქალაქში, ადამიანებს, რომლებიც 300-1800 ლარზე მუშაობენ, ინახავენ ოჯახებს, 24 საათი შრომობენ, ქმნიან ეკონომიკას. ჩემგან სიკეთეს არავინ არასდროს ელოდოს პრივილეგირებული კასტიდან, რომლებსაც ვერ გაუგიათ ასეთი ადამიანების პრობლემები, რომ ფიქრობენ, სულ პრივილეგირებული უნდა იყვნენ, ვინმეს ჭკუა დაარიგონ, ჰგონიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან, ყველაზე მეტი იციან. მათ მე ვერ გამოვადგები ვერაფერში. მე გამოვადგები იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყანაში უნდათ დოვლათის შექმნა, თავიანთი ოჯახების სიკეთე უნდათ, პატრიოტები და კანონმორჩილები არიან. ჩემთან ზოგ ადამიანს აქვს კლასობრივი დაპირისპირება. იცით რა, ლევან ხაბეიშვილი ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს, დიახ, ლილოში დავდივარ. ორი ბიჭი მყავს, ვამზადებ სასკოლოდ, სად ვიყავი წასული ტანსაცმელი რომ მეყიდა? – ლილოს ბაზრობაზე, მერე ჩანთა რომ გვეყიდა სადგურის მოედანზე ვიყავით. იმათ ვერ გაუგიათ ეს. ამ ადამიანებს აქვთ ჩემთან მიუღებლობა მარტივი რამის გამო, რადგან მათ ვერ გაუგიათ, რომ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

დედაჩემი 30 წელი ქიმიის პედაგოგი იყო 180-ე სკოლაში, დამსახურებული პედაგოგი ვარკეთილში. მამაჩემი იყო ინჟინერი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა ავტოსადგომზე. მე არასდროს შემრცხვენია, რომ ეს მეთქვა. დედაჩემი, რომელიც 30 წელი პედაგოგი იყო, დღეს „თბილისი ენერჯიში“ მუშაობს, ანათვალის ამღებად, 800 ლარი აქვს ანაზღაურება. მეც და ჩემს ძმასაც, რომელიც სააკაშვილის ოჯახს იცავდა ოთხი წელი და დღეს დევნილია, 11 წელია, ამერიკაში დევნილია, ორივეს შეგვიძლია, რომ დედაჩემმა არ იმუშაოს და სახლში დაჯდეს, მაგრამ არც მე და არც ჩემს ძმას არ გვიკადრებია, რომ არ იმუშაოს, რადგან მას უნდა მუშაობა. ასეთ პატიოსან, უბრალო ოჯახში ვარ გაზრდილი. ვიღაცებმა ვერ მიიღეს რაღაცების გამო, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, სამაგიეროდ, დიდი გულით და შემართებით მიღებენ ის ადამიანები, ვის ინტერესებს ვიცავ და დავიცავ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხის პარტია, მიხეილ სააკაშვილია პირველი, ვინც ურბანულ ფაშიზმს მოუღო ბოლო. თავის დროზე თუ მხოლოდ ვაკელი და საბურთალოელი აბარებდა უნივერსიტეტში, სააკაშვილის დროს ყველას თანაბრად მიეცა შესაძლებლობა. [/su_quote]

– განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, „ფორმულას“ ეთერში.

იტვირთბა....