ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად… მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს” – გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნინა გვარამიამ, აღნიშNული ტეტელვიზიის ახლანდელი ხელმძღვანელის, გიორგი გაბუნიას „სეზონის გახსნა“ შეაფასა.

გვარამიას თქმით, მას არ მოეწონა გაბუნიას მონოლოგი, თუმცა ის მის დაგმობას არ აპირებს.

„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად. მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს. ერთადერთი გამონაკლისი იყო პუტინის ამბავი, რომელსაც მძიმე შეფასება მივეცი, მაგრამ, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ გიორგის პრობლემები არ ჰქონოდა…

სხვათა შორის, მე წავედი დირექტორობიდან, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მე თვითონ ჩავთვალე, რომ შეიძლება, სათანადოდ ეს ყველაფერი არ მეკეთებინა. ჩემი მიზნები გახდა უფრო პოლიტიკური, ვიდრე აქამდე იყო. მე აღქმული ვიქნებოდი გარედან, სხვა თუ არაფერი, უფრო მეტად მიკერძოებულად.

ამ ტელევიზიამ, გიორგიმ [გაბუნიამ], პირველ რიგში დაადასტურა ის, რომ გვარამია ციხეში შემაფერხებელი ფაქტორი კი არ იყო პირიქით, მიუხედავად უმძიმესი, მათ შორის ფინანსური პირობებისა. მე ბევრი ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა, თუმცა არ მომეწონა, არც მისი პოლიტიკური ნაწილი, პირდაპირ გეტყვით…

მე მინდა ყველას კარგად ესმოდეს, ის [გიორგი გაბუნია] არის ახლა დირექტორი, მას აქვს შეცდომების დაშვების უფლება, მაგრამ მას აქვს შეცდომების გამოსწორების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გაბუნიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ აღარ არის „ნაცების“ ტელევიზია. მან ასევე გააკრიტიკა ენმ-ს ახლანდელი და ყოფილი თავმჯდომარეები და თქვა, რომ ერთი ვაია, მეორე კი ვუი.

იტვირთბა....