ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინც გეუბნებათ, რომ შოვის ტრაგედია პოლიტიკური საქმე არ არის, დამნაშავე და მოღალატეა – ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, შოვის ტრაგედიის პოლიტიკურ განზომილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვინც ამბობს, რომ აღნიშნულ ტრაგედია პოლიტიკური არ არის, დამნაშავე და მოღალატეა.

„ჩვენ გვქონდა ნათელი პოზიცია, გარდა იმისა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას მხარს დავუჭერთ, იმ სარისკო შემთხვევის შესწავლა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს.
შემოიყვანეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საკმაოდ მძიმე რეპუტაციის მქონე რიგ ქვეყნებში სანქცირებული კომპანიები და მათ აშენებენ ქვეყნის მთავარ, საკვანძო მაგისტრალს – იმიტომ, რომ კორუფციონერები, დამნაშავეები არიან, ამიტომ არ უნდათ საგამოძიებო კომისია, ჯაჭვი იკვრება ამ პროცესში.
მეწყერი რომ მოხდა რიკოთზე, მეწყერთან დადგეს პატარა ჯიხური, დააყენეს დარაჯი, მისცეს ხელში რაცია და შეგვატყობინე, როგორ იქნება აქ სიტუაცია და ჩაიტანა დამატებითმა მეწყერმა ეს ადამიანი“, – განაცხადა კუპრაძემ.

იტვირთბა....