ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვიმედოვნებ, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება დაბრუნდეს უკრაინაში; ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა – კრამერი

ალებული და მას მიეცემა საშუალება დაბრუნდეს უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა, კონფერენციაზე „პუტინიზმის დამარცხება!“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„ეს აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში, სამარცხვინოა. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში. ვფიქრობ, ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არა“, – განაცხადა კრამერმა.

იტვირთბა....