ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთადერთი, რაც ზურაბიშვილს შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას” – ზურა ჯაფარიძე

“ერთადერთი რაც ზურაბიშვილს შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას” – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

“მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით. ეს იქნება პროცესი, რომელიც წამოიწყო “ოცნებამ” მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ყურადღება გადაიტანოს სხვა მნიშვნელოვანი თემებიდან და გვალაპარაკოს ამ თემაზე. მეტი ამას არანაირი შედეგი არ ექნება. მე არც იმის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი გააჩნია, რომ ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში და იქ მოლაპარაკებებით რაიმე შედეგი დადოს, თუნდაც სტატუსთან მიმართებით, იმიტომ, რომ მასზე არაა დამოკიდებული. მათაც იციან, რომ მასზე არაა დამოკიდებული. რეფორმები არის გასატარებელი და ამ რეფორმებთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილს არც რაიმე ბერკეტი გააჩნია. ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას და ამით შეუძლია წვლილი შეიტანოს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი არის “ოცნების” შოუ, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება”,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....