ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინოს” – კობახიძე

“რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინოს” – ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს, ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ.
ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას მას ევროპულ მოვლენად ვერაფრით იყიდით. როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიები, ჯაფარიძის „გირჩი“ და სხვები დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....