ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე საჭირო 100 ხმა არ აქვთ, ეს არის ავანტიურა” – დეკანოიძე

მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე საჭირო 100 ხმა არ აქვთ, ეს არის ავანტიურა – ამის შესახებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ეს ყველაფერი ემსახურება საინფორმაციო ქაოსის შექმნას და ყურადღების გადატანას. ეს იქნება რადიკალიზაცია-პოლარიზაცია. როცა იმპიჩმენტის საკითხი მოახლოვდება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე განცხადებები გაკეთდება და ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვება. ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაა, რადგან ამ
საკითხს უდგება არა სახელმწიფოებრივად, არამედ პიროვნულად და სურს, სალომე ზურაბიშვილი პროუკრაინული განცხადებების გამო დასაჯოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....