ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ ქართველ ხალხზე ძალადობდა ხელისულებაში ყოფნისას და ძალადობს ახლაც, იპოზიციიდან – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გუშინ ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა ის ძალადობას ხევადავს ოპოზიციის მხრიდან.

„ნაციონალური მოძრაობა გახლავთ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ქართველ ხალხზე უკვე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, გუშინ, ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დღეს 4 პირი დააკავეს.

იტვირთბა....