ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დადგა დღის წესრიგში საჭიროება, რომ დამატებით კიდევ შეგვეძინა თოვლმავლები” – თემურ მღებრიშვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, გადაუდებელი წესით, სამი თოვლმავლის შეძენასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ არსებული სტიქიიდან გამომდინარე გახდა საჭიროება დამატებითი ტექნიკის შეძენის.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ სტიქიაა, აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში საჭიროება, რომ დამატებით კიდევ შეგვეძინა თოვლმავლები.“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, არსებული მდგომარეობით გაწეული სამუშაოების შედეგად, იმ სოფლების, 70% -ში სადაც დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების გამო მისვლა ვერ ხერხდებოდა, აღნიშნული შესაძლებელი გახდა, დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

თემურ მღებრიშვილმა „რუსთავი 2 -ის“ ეთერში საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ხვალიდან თოვა უნდა შეწყდეს, რაც გააუმჯობესებს შესაბამის სამუშაოებს.

„დაახლოებით 70% იმ სოფლებისა, რომლებიც პრაქტიკულად მიუვალი იყო ჩვენ ათვისებული გვაქვს და 30% დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ დღეს ღამით გაწეული სამუშაოების შედეგად დილისთვის აბსოლუტურად სხვა სურათი იქნება, როგორც მოგეხსენებათ დღეს ძლიერი ნალექი იყო თოვლის სახით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხვალიდან თოვლი უნდა შეწყდეს და ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს, პროდუქტიულს გახდის ჩვენს სამუშაოებს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

იტვირთბა....