ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფიზიკური დაპირისპირება ჩოხატაურში – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს “ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გურიაში ჩასულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც პარტიაში ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მჟავანაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სკვერში ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

დავით მჟავანაძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„კრიმინალმა ჩიგოგიძემ თავისი კრიმინალური სამეგობრო დაგვახვედრა. აქ არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩოხატაურის ინტერესებს წარმოადგენენ. ესენი არიან ჩიგოგიძის სამეგობრო და „კლანი“. ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურელებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ესენი არიან მოძალადეები და ესენი არიან დამნაშავეები“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....