დიეტა არის უნივერსალური და ყველას შეუძლია დაიცვას, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.
კუჭის მოქმედებისთვის პირველი სამი დღე მიიღეთ გუტალაქსი 10-15 წვეთი, ამავდროულად, ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს, B ჯგუფის რომელიმე ვიტამინი სვით ათი დღის განმავლობაში.
დღის განმავლობაში შეგიძლია მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:
500მლ მაწონი;
200გრ 0 კალორიის ხაჭო;
1 მაგრად მოხარშული კვერცხი;
300მლ. რძე დღის განმავლობაში;
100 გრამი ჭყინტი ყველი (უმარილო);
200 გრამი ხორცი (საქონელი,თევზი ან კანგაცლილი ქათამი). რომელ ხორცსაც აირჩევთ თავდაპირველად, ის მიიღეთ მთელი დიეტის განმავლობაში.
თუ შიმშილი შეგაწუხებთ შეგიძლია დაამატოთ 2 კიტრი და მწვანილი რამდენიც გსურთ. აუცილებლად მიიღეთ მინიმუმ 1,5 სითხე დღის განმავლობაში (უშაქრო ჩაი, ყავა, გაზგასული მინერალური წყალი ან ჩვეულებრივი წყალი განუსაზღვრელად).
საერთოდ გამორიცხეთ შაქარი და მარილი.
თუ ზუსტად დაიცავთ, დაიკლებთ 10 დღეში მინიმუმ 6-7 კილოს.
მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად ნელ-ნელა გადადით კვების ჩვეულ რეჟიმზე, საკვები რაციონიდან კი ამოიღეთ ცომეული, ტკბილეული და ცხიმიანი, შემწვარი საკვები. დღის განმავლობაში ლიტრა ნახევარი წყლის მიღება განაგრძეთ.