ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა – ჩოხატაურის მერი

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა – ასე გამოეხმაურა ჩოხატაურის მერი დავით შარაშენიძე ენმ-ს წევრზე თავდასხმას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან ბევრი ხალხი იყო, მთელი ჩოხატაური იქ იყო და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ „ქართული ოცნების“ წევრები იდგნენ იქ განზრახ. კვირა დღეა და ამ დღეს მთელი ჩოხატაური ჩადის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშენიძემ.

იტვირთბა....