ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიდრე საქართველო არ აღადგენს კონტროლს თავის სრულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე” – კრამერი

ვიდრე საქართველო არ აღადგენს კონტროლს თავის სრულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივუსამძიმრო იმ ქართველებს, რომელთა ახლობელებიც დაიღუპნენ რაჭაში მეწყრის შედეგად. ჩვენ, აშშ-ში ასევე დავზარალდით საშინელი ხანძრებით ჰავაის კუნძულ მაუიზე და ამიტომ გვესმის, რას განიცდით თქვენ. შესანიშნავია საქართველოში დაბრუნება, თუმცა სამწუხაროა, რომ ისევ ამ ადგილას, საოკუპაციო ხაზთან მიწევს დგომა. წელს 15 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ. ახლა ჩემს ზურგს უკან საქართველოს ტერიტორია ჩანს და არა – რუსეთის. საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის მიტაცება, რაც ჩვენ ვიხილეთ 15 წლის წინ. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სადემარკაციო ხაზის გადმოწევა ხდება და უდანაშაულო მოქალაქეებს აკავებენ. მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც საქართველოში ვიმყოფებით საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ხვალ დაიწყება თბილისში, ვართ აქ, საოკუპაციო ხაზთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არასდროს დავივიწყებთ აქ მომხდარს, ასევე, რათა შევახსენოთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა საქართველოს ტერიტორიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ დემოკრატიულ და დასავლეთზე ორიენტირებულ გზაზე“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

იტვირთბა....