ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მკაფიოდ დააფიქსირეს ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა” – მდინარაძე

ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მკაფიოდ დააფიქსირეს ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა – ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა – ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა – „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა – ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას – „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....