ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაღუპულია 3 ადამიანი

დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან [25-38 წლის მამაკაცები]. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო – “ბათუმელები”

იტვირთბა....