ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კონსტიტუციის დარღვევას არანაირი მოტივაცია არ ამართლებს – პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევას არანაირი მოტივაცია არ ამართლებს.

„თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენ კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენ კონსტიტუციას, არც სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, აქ სადავოც კი არაფერი არ არის, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ სხვა გამოხმაურებები, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....