ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი გახლავთ ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად – სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი გახლავთ ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად.

„საბოლოო მიზანი, როგორც ითქვა, გახლავთ ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად. ვის უბრალოდ პროევროპულობის ნიღაბი აქვს და ამის მიღმა მოწადინებულია ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს და ამით იბრძოლოს.

კონსტიტუციის დარღვევას რაც შეეხება, ერთმნიშვნელოვანია შეფასება. ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, შეუთანხმებლობას პრეზიდენტის ქმედებების, აშკარად ადგილი აქვს, რადგან კონსტიტუცია არღვევს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობებით.

ითქვა იმის შესახებაც, რომ უმრავლესობას დღეს არ გააჩნია შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით და აქ რა თქმა უნდა, იქნება ან აუცილებლობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მეორეს მხრივ, რეალურად გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....