ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა ემსახურება სამ მიზანს: სტატუსის საბოტაჟი, პოლარიზაციისა და ანტიდასავლური კურსის გაძლიერება – აქუბარდია

პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ იციან, იმპიჩმენტი დეპუტატების არასაკმარისი ხმების რაოდენობიდან გამომდინარე ვერ შედგება, ემსახურება სამ მიზანს – ერთი, რომ დამატებითი ბარიერი შექმნან – რუსული კანონიდან მოყოლებული, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ამ ნაბიჯით, კიდევ უფრო გააღრმაონ პოლარიზაცია და ეს „გლობალური ომის პარტია“ გააერთიანონ პრეზიდენტთან და მესამე, ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერება,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....