ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ – არიან დაღუპულები და დაჭრილები

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს, სოტკის სექტორში, ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რსომხური დრონით თავდასხმის შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა.

იტვირთბა....