ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ე.ი. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მიშა გამოუშვან“ – რაქვიაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

„ე.ი. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიშა გამოუშვან, წინასაარჩევნოდ, რომ „ბუა“ ჰქონდეთ. ენმ-ს გარეშე იმპიჩმენტს ვერ გააკეთებენ, ცხადია, ამდენ ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში ენმ-ს ბერკეტი უჩნდება პრეზიდენტზე – თუ მიშას არ გამოუშვებთ, დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს და ამ სიტუაციაში უბრალოდ, პრეზიდენტმა შეიძლება დათმოს, „ოცნების“ გადმოსახედიდან, და შეიწყალოს მიშა იმპიჩმენტის გამო და ბოლომდე ნაცობა შეეტენება,“ – განაცხადა რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენა, ამიტომ „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....