ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც დაარღვია არაერთხელ და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის ევროპული ვიზიტების მომიზეზებით. ანუ იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი. ეს არის სამწუხარო რეალობა, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო იმდენი, მოახერხა იმდენი, რომ მიიღო იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ, ამიტომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

იტვირთბა....