ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება“ – გვარამია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ამ საკითხს სოციალური ქსელით „მთავარი არხის“ გენერალური“ დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

„აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი (მით უმეტეს, ევროტურნეს საპასუხოდ და შარლ მიშელთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით დრე), რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე (ისედაც დაბალზე)?
ps მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება. მაინცდამაინც თავს ნუ დადებთ ამაზე“, – წერს ის.

პროცესის დაწყებას პარლამენტის 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ, ამიტომ „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....