ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში საპრეზიდენტო ესკორტით დახვდნენ

სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში საპრეზიდენტო ესკორტით დახვდნენ.

ზურაბიშვილმა ევროპული ტურნეს დაწყების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში განათავსა.

პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასათან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის  ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

იტვირთბა....