ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი” – კადიროვი

მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

“დღეს გამამხიარულა უცხოურ გამოცემებში რუსეთისგან განაწყენებული დაუმთავრებელი პოლიტოლოგების ანარეკლებმა, რომლებიც სწრაფ სიკვდილს მიწინასწარმეტყველებენ.

მე ვარ რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის ქვეითი და არ ვეკუთვნი ჩემს თავს. მე ვეკუთვნი რელიგიას, სამშობლოს და მის ინტერესებს. და მე მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი.

დიახ, შეიძლება მოულოდნელად მოვკვდე, როცა გავიგებ, რომ არის ჩემზე უფრო თავდადებული ჩვენი პრეზიდენტის პატივისცემის საკითხში, რომელსაც, სხვათა შორის, ჩემი სიცოცხლე მართებს. და არა ერთხელ, ორჯერ.

ამიტომ, მე ყოველთვის საზიზღარი გულმოდგინებით ვუყურებ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც ასეთი იაფფასიანი ხერხებით მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანაში უთანხმოების დასათესად. მათ მოუწევთ შეეგუონ ფაქტს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის გუნდი არის ერთგული ქვეითების გუნდი, რომლისთვისაც სიკვდილი არ არის საშიში”, – წერს რამზან კადიროვი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უცხოურმა გამოცემა Bild-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ „პრიგოჟინის შემდეგ, პუტინი კადიროვს მოკლავს”.

იტვირთბა....