ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში შუქი ჩაქრება – ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, გობრონიძის და მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ჯავახიშვილის, აჯამეთის, კანკავას, გოცირიძის, თვალჭრელიძის, ქვლივიძის, როსტომაშვილის და გორკის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ქავთარაძის, მარიჯანის, გაბაშვილის, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....