aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რას პასუხობს თეა წულუკიანი გვარამიას და მიშველაძის ბრალდებებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წელზე გვიანდელი იყოს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფარული ჩანაწერები 2012 წლის შემდეგ აღარ ხორციელდება, მაშინ როცა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 2012 წლის შემდგომ არსებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობენ, თეა წულუკიანმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ასევე გამოვრიცხავ, რომ ამ სახელმწიფოს ხელით ფარული ჩანაწერები მიმდინარეობდეს, მაგრამ ვერანაირად გამოირიცხება, რომ იგივე ეკა მიშველაძის შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა, რომ მის მეუღლეს პირადი მტრები ჰყოლია, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, ამ პირობებში შეიძლება ერთმა პირმა მეორე ჩაწეროს და ამით დააშანტაჟოს. ეს, რა თქმა უნდა,  ვარაუდია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, თითოეულ ასეთ განცხადებაზე უნდა იყოს სერიოზული რეაგირება. გვარამიას საქმეში არ ვარ  ჩახედული და არც უნდა ვიყო კანონით. ალბათ, შესაბამისი ორგანოები ამაზე პასუხს იქონიებენ და ექნებოდათ. მისი წარსული კი კარგად გვახსენდება, დადგმული კადრების გავრცელებით. მის სიტყვას, როგორც ერთი მოქალაქისას, ფასი აქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ფასი აქვს -მეთქი, მოგატყუებთ.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

იტვირთბა....