“ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე, სავარაუდოდ, კრემლია პასუხისმგებელი” – აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
“მინდა შეგახსენეთ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება ისე, რომ ამის უკან პუტინი არ იდგეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტური მუშაობის გამო მოხდა“ – აღნიშნა ჟან-პიერმა.