ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება უცებ ქოცებმა გვითხრან, სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარებას მივაღწიეთ” – ნიკა გვარამია

“შეიძლება უცებ ქოცებმა გვითხრან, სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარებას მივაღწიეთ, რაც სრული ტყუილი და რუსული პროპაგანდაა” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.

“გია ვოლსკი: რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო და არა რაღაც ბრტყელ- ბრტყელი განცხადებები.
შეიძლება უცებ აღმოვაჩინოთ, რომ “სწორად მოქცევად” ქოცები ნეიტრალიტეტს, ნატოსგან დისტანცირებას და ევროინტეგრაციული პროცესების გაყინვას შემოგვასაღებენ.
მაგალითად, მას მერე, რაც სტატუსის ამბავს ჩააგდებენ (და ყველაფერს შვრებიან და იზამენ ამისთვის), შეიძლება უცებ ქოცებმა გვითხრან, რომ სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარებას მივაღწიეთ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა შევინარჩუნეთო. რაც ცხადია სრული ტყუილი და რუსული პროპაგანდაა, სავარაუდოდ ზუსტად ამიტომ გაააქტიურებული ამ წინასასტატუსო პერიოდში, რომ სიტუაციიდან “გამოსაძრომი” მოუმზადონ ქოცებს.
ჩემს წინა სტატუსზე სულელურ კომენტარებს, ურჩევნიათ, ამაზე გააკეთოთ მკაფიო განცხადება. არ უნდა ამას “ბრტყელ-ბრტყელი” და ქვეშიდან გამოძრომები”

იტვირთბა....