საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პუტინს რაც ანიჭებს სიამოვნებას, ეს ვნებს საქართველოს სახელმწიფოს – ამის შესახებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“2008 წელს ზუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლა და წინააღმდეგობა გაუწია იმ ხელისუფლებამ პუტინის ჯარებს და პუტინს. რა თქმა უნდა, რუსეთის მოლოდინი და სურვილი არის, რომ ასეთი ქვეყნის მეთაურები დაისაჯონ.
პუტინს, რაც ანიჭებს სიხარულს და რაღაცნაირად გამარჯვების შეგრძნებას, ეს არის სააკაშვილის და ნებისმიერი ადამიანის, რომელიც პუტინის რეჟიმს ებრძვის, ასეთი ადამიანების პატიმრობაში ყოფნა. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ პუტინს რაც ანიჭებს სიამოვნებას, ეს ვნებს საქართველოს სახელმწიფოს“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.