ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გარკვეულ ვალში არიან ეპისკოპოსები ჩვენს ხელისუფლებასთან, ან დაშინების ქვეშ” – თეოლოგი მეუფე იაკობის სკანდალურ ქადაგებაზე

გარკვეულ ვალში არიან ეპისკოპოსები ჩვენს ხელისუფლებასთან, ან გარკვეული დაშინების ან ზეწოლის ქვეშ არიან – ასე გამოეხმაურა თეოლოგი მეუფე იაკობის სკანდალურ ქადაგებას.

“იუდასგან განსხვავებით თანამედროვე ეპოქის იუდები თავს არ იკლავენ. ისინი არიან უფრო მეტად დაინტერესებულები, რომ საკუთარი უღირსობის გადაფარვა მოახდინონ, სხვისი – უფრო ღირსეული თაობის მხილებით. გარკვეულ ვალში არიან ეპისკოპოსები ჩვენს ხელისუფლებასთან, ან გარკვეული დაშინების ან ზეწოლის ქვეშ არიან.
მაღალი იერარქები არ ცხოვრობენ ქრისტიანული კანონებით თუ წესებით და ამის შემდეგ ძალიან უადვილდება ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, რომ აკონტროლონ და დააშანტაჟონ ესა თუ ის იერარქი“ – ამბობს თეოლოგი ლევან ტატურაშვილი.

ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისთვის დროს მღვდელმა რუსეთ-უკრაინის ომზე, ოპოზიციაზე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე ისაურბა.

იტვირთბა....