ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება” – ზელენსკი

სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ. პირველ რიგში – ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. ჩვენი საჭიროებების შესახებ თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია, ველოდებით გადაწყვეტილებებს… ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია… სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....