ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ივანიშვილის ახირება” – კუპრაძე აბასთუმნის ობსერვატორიაზე

“ეს არის ივანიშვილის ახირება” – აღნიშნული განცხადება პარტია “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის შესახებ გააკთა.

“ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის, მეცნიერებს, მკვლევარებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით, საერთოდ, ობსერვატორიის არსებობაში, შენარჩუნებასა და გადარჩენაში, უბრალოდ, შეზღუდული აქვთ გადაადგილება, ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ ხვდებიან, უბრალოდ, იმის გამო, რომ ეს არის ივანიშვილის ახირება აწარმოოს რაღაც ტიპის გაურკვეველი საქმიანობა აბასთუმანში. თუ შესვლის ნებართვა აქვს ვანო ჩხარტიშვილებს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს, არ აქვთ შესვლის უფლება ადგილობრივ მოსახლეებს ან იქ მაცხოვრებლებს, რომლებსაც საკუთრებებეი გააჩნიათ ობსერვატორიის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი ვიზუალიზაცია იმის, თუ რად მიაჩნია მთელი საქართველო, მეცნიერება ივანიშვილს” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

იტვირთბა....