რაჭაში კლდე ჩამოიშალა, შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ტერიტორიაზე გზა ცალმხრივადაა ჩაკეტილი. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მხოლოდ მსუბუქ მანქანებს უშვებენ.
“იყო საგზაო ნიშნები, გზა დავიწროებული იყო საგზაო ჯებირებით და მძღოლებს გვანიშნებდნენ, რომ მხოლოდ უკიდურეს, ყველაზე შორი გზიადნ მოგვევლო გზის კიდისთვის, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ჩამონგრევა. არავინ არ იყო იქ ადამიანი, ვიინც სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გზის მეტი ნაწილის ჩამონგრევის შემთხვევაში და მთლიანად ჩაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში იქ გზას დაკეტავდა ან რამე მსგავსს გააკეთებდა. გაგვიმართლა ყველას ერთად, მთელ ქვეყანას, რომ იქ ჩამონგრევის დროს არ მოძრაობდა კონკრეტულად იმ წუთსა და იმ წამზე არცერთი მანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში იყო დიდი შანსი, რომ ის მანქანაც ჩაეყოლებინა, – ამბობს ადგილობრივი. წყარო – “ტვ პირველი”