ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იკვეთება იდეოლოგიური თანხვედრა კრემლისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შორის” – სერგო ჩიხლაძე

იკვეთება იდეოლოგიური თანხვედრა კრემლის პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

“აშკარად იკვეთება იდეოლოგიური თანხვედრა კრემლის პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს კრემლის პოლიტიკას. რა არის კრემლის პოლიტიკა? საქართველო ქართველების გარეშე, საქართველოს დაცლა. რა თქმა უნდა, აიმსახურებს მის ქებას, იმიტომ, რომ მის პოლიტიკას ახორციელებს და რა თქმა უნდა, იმსახურებს კრიტიკას და ლანძღვას ყველა, ვისაც არ უნდა კრემლის პოლიტიკა საქართველოში, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

იტვირთბა....