ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაჭაში კლდე ჩამოიშალა – შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია

რაჭაში კლდე ჩამოიშალა, შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ტერიტორიაზე გზა ცალმხრივადაა ჩაკეტილი. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მხოლოდ მსუბუქ მანქანებს უშვებენ.

“ეს არის საჩხერე-ზუდალოს დამაკავშირებელი გზა, სადაც კეთდება ახალი მიერთება ონის მიმართულებით, სადაც მიმდინარეობის კედლების და მდინარე რიონზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. 180 მეტრიანი კედელია, დაახლოებით 140 მეტრი უკვე დასრულებულია და მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი 40 სექციი მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მომენტში მოხდა ფერდის ჩამოშლა. ჩამოშლილი მასის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ამ ეტაპისთვის სამუშაოები. დავაკვირებით ყველაფერს, კარგად დავათვალიერებთ და იმის მიხედვით უკვე სატვირთო სატრანსპორტო აშუალებებსაც გავატარებთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან” – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯდომარე გიორგი წერეთელი.

იტვირთბა....