ჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ტურისტებით სავსე ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა – შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან 7 ბავშვია. ორი სრულწლოვანი და ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაშია და ისინი ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი ვენეციისკენ მიმავალ მაგისტრალზე, ქალაქ ლატისანას მახლობლად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
ავტობუსი, რომელიც 30-მდე უკრაინელ ტურისტს სახლში აბრუნებდა, ბოსტნეულითა და ხილით სავსე პოლონურ სატვირთოს შეეჯახა.