შოვში სტიქიიდან 23-ე დღეს სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები დაკარგულ 2 მოქალაქეს ისევ ეძებენ.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 29 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია.
“შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციებზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ ჩართულია სამაშველო სამსახურების მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები და მიმდინარეობს, როგორც მდინარის კალაპოტებში, როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გაზრდილი არის არეალი”, – თქვა სერგო ხიდეშელმა.